რუსეთი

14 წლის გოგომ, რომელმაც პუტინს წერილი მისწერა, თავი მოიკლა

www.svoboda.org

ქალაქ საფონოვოში, სმოლენსკის ოლქში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. მან პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც დედამისის დაბალ ხელფასზე წუხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგონა ასევე განიცდიდა, რომ მხედველობის პრობლემების გამო სკოლაში დასცინოდნენ. თანაკლასელები მას "ციკლოპს" ეძახდნენ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გოგონამ თავის Facebook გვერდზე სტატუსი დაწერა - "რატომ ხართ ყველანი ასეთი ბოროტები?"

"სამოლონსკის ეროვნული გაზეთი" იუწყება, რომ 14 წლის გოგონას დედა ადგილობრივ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც შვილმა ვლადიმირ პუტინის სახელზე წერილი დაწერა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართზე გაგზავნა, დედა უფროსებმა დაიბარეს და გალანძღეს. " ეს ბავშვისთვის დიდი დარტყმა იყო" - წერს გაზეთი.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გარდაცვლილთან წერილი იპოვეს, სადაც ის ითხოვდა, რომ თავის სიკვდილში არავინ დაედანაშაულებინათ.

მიაღწია თუ არა გოგონას წერილმა პუტინამდე - უცნობია.

კომენტარები