ყველაზე ასაკოვანი ტყუპები

დიდ ბრიტანეთში ყველაზე ასაკოვანი ტყუპები 102 წლის გახდნენ

BBC.com

დიდ ბრიტანეთში ყველაზე ასაკოვანი ტყუპები 102 წლის გახდნენ და დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

ირენ კრემპისა და ფილის ჯონსის თქმით, მათი ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი იღბალია.

ტყუპები 1916 წლის 20 ნოემბერს დაიბადნენ და პირველ სამსახურშიც ერთად მუშაობდნენ.


ფოტო: BBC.com

"დედაჩემს რომ ეს სცოდნოდა არასდროს დაიჯერებდა. არავინ დაიჯერებდა, ეს უბრალოდ იღბალია", - უთხრა BBC-ის ირენ კრემპმა.

ტყუპები პირველი მსოფლიო ომის დროს დაიბადნენ. მათი თქმით, ისინი ერთმანეთს უვლიდნენ როდესაც ახალგაზრდები იყვნენ, ბევრს შრომობდნენ და კარგ საკვებს ჭამდნენ.

ოჯახი და მეგობრები ტყუპებთან დაბადების დღის აღსანიშნავად ნამცხვრებიტ და სენდვიჩებით მივიდნენ, თუმცა ფილის ჯონსის თქმით, ის ყველაზე მეტად კარგი სასმელების დალევას ელოდება.

კომენტარები