არჩევნები 2018

ზოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე: 90-იანები დიდი ხანია, წარსულში დავტოვეთ

აიპრესი

მმართველი გუნდის წევრი, აკაკი ზოიძე უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის სახელმწიფო სერვისების სააგენტო პირადობის მოწმობებს აყალბებს. 

"რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვი, უფრო დაიჯერებენ, ცნობილი პრინციპია. პროკურატურამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაამოწმოს ფაქტი, თუ არის რამე მსგავსი, მაგრამ არ მგონია, ასეთ მასშტაბურ გაყალბებასთან გვქონდეს საქმე. 90-იანი წლების დროინდელ ამბებს მახსენებს და მე მგონი, ეს დიდი ხანია, წარსულში დავტოვეთ. რა თქმა უნდა, უნდა გადამოწმდეს, მაგრამ ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ტყუილი", - თქვა აკაკი ზოიძემ ტაბულასთან

სამი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება. 

ინფორმაცია, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობების დამზადდა, ორგანიზაციებს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა მიაწოდა. 

ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე.

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები