ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 23 ნოემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.

20-22 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 19-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 21-22 ნოემბერს კი, იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 19-21 ნოემბერს +13, +15, ხოლო 22 ნოემბერს +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები