მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ტაბულა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინგოროყვას კლინიკის ექიმის კონსტანტინე მუმლაძის თქმით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აქვს.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება, თუმცა გაუარესებული არ არის. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ არის. აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების და თავის ტვინის დაჟეჟილობა“, - ამბობს ექიმი.

მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში ორი დღის წინ, ყვარელში მოჰყვა.

კომენტარები