მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს მიხეილ სააკაშვილისთვის ქსენოფობიასა და ანტისემიტიზმზე "ლექციების" კითხვა. ეს არაა მხოლოდ დაულაგებელი ან ემოციურ ფონზე არაკორექტული წყობით წამოცდენილი წინადადებები, როგორც წინა ჯერზე გვთავაზობდა მათ ახსნას. კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. მხარდამჭერები სანამ აქ შემოხვალთ და "გაპრავებას" დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით, ამის გაპრავებისას რითი განსხვავდებით თამაზ მეჭიაურისიანებისგან.
tbl.ge/39sr
დაკოპირდა

გიორგი მშვენიერაძე მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტური განცხადების შესახებ. გუშინ რუსთავი ორის ეთერში სააკაშვილმა თქვა: "ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს."
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




