არჩევნები 2018

სააკაშვილი: ქართველ ებრაელებში მე ათჯერ უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე ბიძინა

ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე,ფულის გასაკეთებლად.

აი ამ ისრაელელ აფერისტს, "შავი პიარის სპეციალისტს", რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს....უკურნებელი სენით დაავადებული რომ ექიმბაშთან წავა საშველად, ასეა ოლიგარქის საქმე. ამ მოშემ უპოვა მას რუმინელი ყოფილი კომუნისტი დეპუტატი ევროპარლამენტში. ამან დაუმზადა კლიპი "ჩემს დაბრუნებაზე" საქართველოში და ბილბორდები დაჭყანული სახეებით/ ამ აფერისტული კლიპით აპირებს ბორია ივანიშვილი ქართველების დაშინებას ორშაბათიდან. როგორც ავსტრიიდან გამოაბუნძურეს ეს მოშე, კიდევ უფრო დიდი სკანდალით ჩაფლავდება ის საქართველოში.

​ისე, ივანიშვილის საყურადღებოდ, ქართველ ებრაელებში მე ათჯერ უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე ბიძინა.
იმიტომ, რომ ქართველ ებრაელებს, ივანიშვილის და მისი "ოცნებისგან" განსხვავებით, საქართველო უყვართ

თქვა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. რუსთავი 2-მა გუშინ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ "შავი პიარის სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოიყვანა".

კომენტარები