არჩევნები 2018

ნოდია: ახლა მივხვდი, ანეკდოტი, "შედი, ქალო, ბუტკაშიო", სალომეზე ყოფილა

კაცო, ბიძინამ ხომ თქვა იმ ინტერვიუში - ევროპელებს არ მოსწონთ, ყველაფერს ერთი ჩვენი პარტია რომ აკონტროლებს, ხოდა ვაჩვენოთ ჩვენი დემოკრატიის პროგრესი იმით, რომ ოპოზიციას მოვაგებინოთ საპრეზიდენტო არჩევნებიო, მერე უფრო ევროპულები გამოვჩნდებითო.

ხოდა, ჩაიფიქრა კაცმა და იმის შემდეგ მუშაობს ოპოზიციის გამარჯვებაზე. კანდიდატიც სპეციალურად ისეთი შეარჩია, რომ ვერ მოეგო. ოღონდ თან თავის პარტიასაც ატყუებს, რომ ვითომ დაძაბული ბრძოლა გამოჩნდეს. არჩევნები რომ მორჩება, მერე აგვიხსნის, ნახეთ, რა პატარა და კოხტა ტრიუკი დავატრიალეო, ეგეთი რაღაცეები ჩემი კანიოკიაო.

არ აფასებთ ამ კაცს მაინც.

(ახლა მივხვდი: ის ანეკდოტი, "შედი, ქალო, ბუტკაშიო", სალომეზე ყოფილა)

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში წერს.

კომენტარები