არჩევნები 2018

სააკაშვილი არჩევნების დღეზე: როცა ეს შეცდომა მე დავუშვი, ივანიშვილი ყველაზე მეტად აღშფოთდა

28 ნოემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, იმიტომ, რომ კანონში ნათლად წერია, საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს. ახლა, ესინი ამბობენ, მეორე ტურია, საპრეზიდენტო არჩევნები კი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რა სისულელეა. საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მათი დანიშვნა ოთხშაბათს არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი და მევე გავასწორე ეგრევე და მაშინ, ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული

ამბობს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომენტარები