არჩევნები 2018

"კონსოლიდირებული პოზიცია" - იზორია განმარტავს, რატომ არის ზურაბიშვილის ბილბორდზე ივანიშვილი

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძე გამოსახულებით იმიტომ ჩანაცვლდა, რომ "მაქსიმალურად დაფიქსირდეს მეორე ტურის ფარგლებში კონსოლიდირებული პოზიცია". ახალი ბილბორდები თბილისსა და ბათუმში დღეს დილიდან გამოჩნდა.


ფოტო: .facebook.com/christina.pushh

"ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ მაქსიმალურად დაფიქსირდეს მეორე ტურის ფარგლებში კონსოლიდირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მოსახლეობასთან, მხარდამჭერებთან ერთად ვაგრძელებთ იმ კურსს, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიზაცია და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ამ კურსს რასაკვირველია, მაქსიმალურად, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვებით კიდევ ერთხელ განვამტკიცებთ" - ამბობს იზორია ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები