არჩევნები 2018

ევროპული საქართველო: ვანის საკრებულოში ჩვენი წევრის მანქანა ქვით დააზიანეს

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში მათი პარტიის წარმომადგენლის მანქანა ქვით დააზიანეს. თავად საკრებულოს წევრის, აპოლონ რამიშვილის თქმით, მისი მანქანა მაშინ დააზიანეს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის აგიტაციას ეწეოდა და კოორდინატორის სახლში იყო. 

ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის თავჯდომარე კობა ძაგნიძე ჰყვება, რომ მას კოორდინატორებმა უთრეს, თითქოსდა ვანის ორგანიზაციის წევრმა გია ოჩხიკიძემ მათ დაურეკა და მხარდამჭერთა სიები მოთხოვა, რაც ძაგნიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ოჩხიკიძეს არავისთვის დაურეკავს, მსგავსი მოთხოვნით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა აპოლონ რამიშვილი კოორდინატორის სახლში რა დროსაც მისი მანქანის შუშა ქვით ჩაამტვრიეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის ოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს. 

საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები