ინგლისის პრემიერ ლიგა

ინგლისის პრემიერ ლიგა ლგბტ პირებს მხარს დაუჭერს

ინგლისის პრემიერ ლიგა ერთი კვირის განმავლობაში მხარს ლგბტ პირებს დაუჭერს. გუნდების კაპიტნები ლგბტ-ს დროშის გამოსახულებიან სამკლავურებს გაიკეთებენ და თავიანთ გუნდებს ისე გაუძღვებიან.

გარდა ამისა, ლგბტ დროშის ფერები გამოსახული იქნება ელექტრონულ ტაბლოებზე და კუთხურის ალმებზე. ინგლისის პრემიერ ლიგა ასეთი ფორმით ლგბტ პირების მხარდაჭერას 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გეგმავს.

კომენტარები