ინგლისის პრემიერ ლიგა

შავი კატა და მტრედი ინგლისის პრემიერ ლიგაში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის უკანასკნელი ტური გამორჩეული იყო იმით, რომ ევერტონისა და ვულვზის მატჩში მინდორზე შავი კატა შეიჭრა, ლესტერისა და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში კი, მტრედმა მინდორზე თითქმის მთელი ტაიმი გაატარა.

ევერტონისა და ვულვზის მატჩის მეორე ტაიმში, თამაში 2 წუთით შეჩერდა, რადგან შავმა კატამ მოედნის დიდი ნაწილი შემოირბინა. სტიუარდების დახმარებით, მან მოედანი რამდენიმე წუთის შემდეგ დატოვა. გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა კატა ოვაციებით გააცილეს.

"პორტუგალიელი ვარ და ჩვენს ქვეყანაში შავი კატა უიღბლობასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, კატების ნახვა აღარ მინდა", - მატჩის შემდეგ განაცხადა ვულვზის თავკაცმა ნუნუ ეშპირინტუ სანტუმ, რომლის გუნდმაც ევერტონი 3:1 დაამარცხა.

კვირას, ლესტერისა და მანჩესტერის მატჩის (0:1) პირველ ნახევარში, მინდორზე მტრედი დიდ ხანს დასეირნობდა. ფეხბურთელებმა ფრინველი ვერც კი შეამჩნიეს და თამაში არ გაჩერებულა.

 

 

კომენტარები