არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია გამოსახული

მარიკა დათუკიშვილი

ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც მხოლოდ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია გამოსახული, სალომე ზურაბიშვილი კი არსად ჩანს. 

ახალია სლოგანიც - "პრინციპული არჩევანი - ღირსება, თავისუფლება, განვითარება"

არჩევნების პირველ ტურამზე ზურაბიშვილის სლოგანი იყო "ერთად საქართველოსთვის".

თავად პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და საარჩევნო ნომერი ბანერზე ქვემოთ და ყველაზე წვრილი ასოებით წერია. 


ფოტო: სოსო ბერიკაშვილი


ფოტო: იდა ბახტურიძე

კომენტარები