ხორავას ქუჩის საქმე

გაჩეჩილაძე: კარვების არსებობა იძლევა საშუალებას, რომ რამე უბედურება დატრიალდეს

დღეს დავრწმუნდი მე, რომ შსს-ს პოზიცია კარვების გახსნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, სადაც ეს აქცია მიმდინარეობს შვილმკვდარი მამების, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის უშიშროებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით,

ბატონ ზაზას და მალხაზს მინდა ვთხოვო, ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ეს კარვების არსებობა, ამდაგვარი დახურული სივრცეების არსებობა იძლევა საშუალებას, რომ რამე უბედურება დატრიალდეს, რის საფუძველზეც, შეიძლება მერე ძალიან დიდი ტალღა მოხდეს საზოგადოების აღშფოთების

ქართული ოცნების დეპუტატი გია გაჩეჩილაძე TV პირველის ეთერში, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციების შესახებ.

კომენტარები