თქვენ იმის კაცობა არ გყოფნით გამოხვიდეთ და თქვენი დანაშაული აღიაროთ. მე მოვითხოვ, სახელმწიფომ აღიაროს ეს დანაშაული. ეს დღეს იწყება პანკისის ხეობიდან. დღეიდან ეს მიიღებს სულ სხვა ფორმებს და მოვითხოვ ამ ოცნების გუნდის თავმჯდომარეს, დასაჯე ეს ყველა მხეცი, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ეს ტერორისტული აქტი, ვინც დახვრიტა მძინარე ბავშვი, ვინც დამაყაჩაღა, თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად, მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს განცხადება დაიმახსოვრეთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ.
მაჩალიკაშვილი: დაიმახსოვრეთ, არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი
tbl.ge/393q
დაკოპირდა
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ოფისთან, სადაც მმართველი გუნდის კონსულტაციები მიმდინარეობს, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებს პანკისიდან ჩამოსული ადამიანები შეუერთდნენ. ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯას ითხოვენ.