9 აპრილი

ქეთი დოლიძე: ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!

იურა, ისინი ყვირიან და ხავიან, ვინც ყველაზე კარგად იცის, რაც და როგორ მოხდა 9 აპრილს! ის ახსნან, ირაკლი ბათიაშვილის გარდა, ყველა უვნებელუ რომ გამოძვრა!!!
სამარცხვინოდ: 22 ქალი და ორი მილიციელი!
ხომ დაირტყით უკანალზე ფეხები და შეატოვეთ ეს ქალები და შეწირეთ მსხვერპლად! ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი კი ჩვენი მემატიანეა! გარეწარი, მკვლელი გვარამია რომ ამდენს "ბლატაობს", ეს არ ეპატიება "ოცნებას"!!!!

ქეთი დოლიძემ იური მეჩითოვის შესახებ Facebook-ზე დაწერა. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ და 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. მისივე აზრით, "200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები".

კომენტარები