9 აპრილი

მათიკაშვილი: მეჩითოვი ცდება, მის განცხადებაზე ჩვენ პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

ცხადია, ეს არის მისი წარმოდგენა, რაც აბსოლუტურად მცდარია. მე მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა, მახსოვს რა მასშტაბის აგრესიასთან გვქონდა საქმე. მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას. 9 აპრილთან დაკავშირებით არაერთი შემაჯამებელი დოკუმენტი დაიდო, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები რეალურად რა მოხდა და რითი დაიღუპნენ ეს ადამიანები. ეს "ქართულ ოცნებასთან" არანაირად არ არის დაკავშირებული. ექვსი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიკავა თანამდებობა და შემდეგ დატოვა, ნებისმიერ ასეთი ადამიანის განცხადებაზე ჩვენ პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით. თუმცა, როგორც კონკრეტული პიროვნების ნათქვამის შეფასებისას შემიძლია ვთქვა, რომ ის ცდება შეფასებებში

ინტერპრესნიუსის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის იური მეჩითოვის განცხადებაზე. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ და 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. მისივე აზრით, "200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები."

კომენტარები