ამიდნის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 15 ნოემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსთა ცნობით, 14-15 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები