ტრანსფობია

2 ტრანსგენდერ ქალს სავარაუდოდ 7 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა

თანასწორობის მოძრაობა

გუშინ ღამით 2 ტრანსგენდერ ქალს თავს 7 ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

მას დაზიანებები სახის და თვალის არეში აქვს მიყენებული - დაზიანებული აქვს ყბის ძვლები და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. 

შემთხვევა დილის 02:00 საათზე მოხდა. 

ერთ-ერთი დაზარალებული ტრაგნსგენდერი ქალი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და გამოსაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. 

როგორც თვითმხილველებმა თანასწორობის მოძრაობას უთხრეს, თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებული არავინაა.

დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და ეხმარება მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში.

ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათზე მუდმივად ძალადობენ, ორი ტრანსგენდერი ქალი კი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ მიმდინარე წლის თებერვალშიც. გამოძიება მაშინაც სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. რა შედეგი დადგა ამ გამოძიების შედეგად, უცნობია. 

კომენტარები