ყაჩაღობა

იმერეთში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ზ. ფ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ფ. ქუთაისში, ერთ-ერთ აფთიაქს ყაჩაღურად თავს 
დაესხა და სალაროში არსებული თანხა გასტაცა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის 
კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები