ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში არ მოვიქეცით ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობა 2003 წელს. მოვიდა, ყველა გაყარეს, ჩარეცხეს, ჩარეცხილები უწოდეს. ჩვენ მივუდექით, როგორ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში იმოქმედებდა ხელისუფალი, თუმცა, ესეც ჩვენს წინააღმდეგ იქნა ამ წლების განმავლობაში გამოყენებული. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ გავითავისუფლებია ადამიანები სამსახურიდან და მე ამითაც ვამაყობდი. იყვნენ იქ ადამიანები, ვინც პირდაპირ აგიტაციას ეწეოდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ სამუშაო საათებში და 2012 წელს საარჩევნო ყუთებს იპარავდა, რომლებიც ყაზტრანსგაზის კომპანიაში მუშაობდნენ, ხაშურში მაგალითად საარჩევნო ყუთებს იპარავდნენ. რა თქმა უნდა, ის ადამიანები ყველა გათავისუფლებული იქნა სამსახურებიდან, თუმცა პოლიტიკური ნიშნით ჩვენთვის არ იყო ის მიდგომები, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები გავეთავისუფლებინა და ამით რა მივიღეთ, რომ ის ადამიანები, ვინც თავგანწირვით ყველაფერ შეურაცხყოფას უძლებდნენ, იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ვერ შევძელით ამ ადამიანების სათანადოდ დაფასება. მე მგონია, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი შეცდომა, პრობლემა, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს.
კახა კალაძე
კალაძე: განსხვავებული აზრისთვის ხალხი არ დაგვითხოვია, ამის გამო მხარდამჭერები ვერ დავაფასეთ
tbl.ge/38ye
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




