ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და რეკორდი დაამყარა [Video]

აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს შეჯიბრი სუპერ მძიმე წონაში მიმდინარეობს. საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი – ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იცავს.

დღის პირველი ქართული მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცში 203 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ლაშა ტალახაძემ პირველ ცდაზე 207 კგ. ასწია და ატაცში ოქროს მედალი გაინაღდა. მეორე ცდაზე, მან 212 კგ. დაძლია და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მესამე ცდაზე ტალახაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი - 217 კგ. ასწია და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

კომენტარები