უკრაინა

უკრაინის მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა

იური ლუცენკო
TASS

უკრაინის პარლამენტმა მთავარი პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი გადადგომის მოთხოვნის განხილვას მხარი მხოლოდ 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო საჭირო 226 ხმა იყო.

ლუცენკო თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან მებრძოლ აქტივისტზე, კატერინა ჰანძიუკზე თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების გამო აპირებდა.

"იმისათვის, რომ დავამტკიცო, რომ ძალაუფლებას არ ვებღაუჭები, პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მივმართავ. თქვენ ეს საკითხი პარლამენტში უნდა განიხილოთ. გთხოვთ, ეს მიმდინარე კვირაში გააკეთოთ." თქვა მან გუშინ უკრაინის პარლამენტში. საკითხი პარლამენტმა იმავე დღეს განიხილა.

ლუცენკოს თქმით ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის ტალღამ გამოძიებას ზიანი მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის კატერინა ჰანძიუკს, რომელიც პოლიციის სამსახურში კორუფციას აკრიტიკებდა თავს 31 ივლისს დაესხნენ და მჟავა გადაასხეს. ის თავდასხმის შედეგად მიღებული დამწვრობებს კიევის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც 4 ნოემბერს, სავარაუდოდ თრომბისაგან გარდაიცვალა.

თავდასხმასთან დაკავშირებით 5 ეჭვმიტანილია დაკავებული, მათ შორის ერთი სამართალდამცავი. ამ დრომდე უცნობია ვინ იდგა თავდასხმის უკან.

უკრაინულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვეს.

კომენტარები