იდრის ელბა

ჟურნალმა PEOPLE-მა იდრის ელბა ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა

GQ.com

ჟურნალმა People-მა იდრის ელბა ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა.


ფოტო: People.com

Time-მა ბრიტანელ მსახიობს ჰკითხა, რას ფიქრობდა ის ამ ფაქტზე.

"კარგით რა, მართლა? როდესაც ამის შესახებ გავიგე, სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი შევამოწმმე. ვიფიქრე, კი, დღეს რაღაც მხრივ სექსუალური ვარ. გულწრფელი რომ ვიყო, ეს სასიამოვნო იყო. სასიამოვნო სიურპრიზი იყო და ეგოც გამიზარდა რა თქმა უნდა", - თქვა იდრის ელბამ.

ჟურნალი People ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცსა და ქალს. პირველად მათ ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცად 1985 წელს მელ გიბსონი დაასახელეს.

კომენტარები