საფრანგეთში ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისათვის 6 ადამიანი დააკავეს.
ჩაშლილი თავდასხმის შესახებ პირველად ინფორმაცია ფრანგული სატელევიზიო სადგურის BFM-ის ვეგბვერდზე გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ დაკავებულები ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტული მოძრაობის წევრები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის გეგმა დაკავებულებს ბოლომდე არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ისინი მოზელის, იზერისა და ლიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში დააკავეს.
თავდასხმის გეგმის და დაკავებულთა კავშირის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა ევროპის მასშტაბით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისაგან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა.