უკრაინა

უკრაინის მთავარი პროკურორი, იური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს

იური ლუცენკო
TASS

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო კორუფციასთან მებრძოლ აქტივისტზე, კატერინა ჰანძიუკზე თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების გამო თანამდებობას ტოვებს:

"იმისათვის, რომ დავამტკიცო, რომ ძალაუფლებას არ ვებღაუჭები, პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მივმართავ. თქვენ ეს საკითხი პარლამენტში უნდა განიხილოთ. გთხოვთ, ეს მიმდინარე კვირაში გააკეთოთ." თქვა მან უკრაინის პარლამენტში.

ლუცენკოს თქმით ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის ტალღამ გამოძიებას ზიანი მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის კატერინა ჰანძიუკს, რომელიც პოლიციის სამსახურში კორუფციას აკრიტიკებდა თავს 31 ივლისს დაესხნენ და მჟავა გადაასხეს. ის თავდასხმის შედეგად მიღებული დამწვრობებს კიევის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც 4 ნოემბერს, სავარაუდოდ თრომბისაგან გარდაიცვალა.

თავდასხმასთან დაკავშირებით 5 ეჭვმიტანილია დაკავებული, მათ შორის ერთი სამართალდამცავი. ამ დრომდე უცნობია ვინ იდგა თავდასხმის უკან.

უკრაინულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვეს.

კომენტარები