მიგრანტების ქარავანი

ცენტრალური ამერიკიდან აშშ-საკენ მიმავალი მიგრანტთა ქარავანი მეხიკოშია

Reuters

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-საკენ მიმავალი მიგრანტთა ქარავნის პირველმა ნაწილმა მექსიკის დედაქალაქ მეხიკომდე ჩააღწია.

ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაც აშშ-ში სურთ თავშესაფრის მიღება დროებით თავს სპორტულ სტადიონს აფარებს, სადაც მექსიკის მთავრობამ მათ სამედიცინო დახმარების პუნქტი და სამზარეულო მოუწყო.

მიგრანტებს აშშ-ის საზღვრიდან 805 კილომეტრი აშორებთ. ქარავანი ჰონდურასიდან ოთხი კვირის წინ დაიძრა. სხვადასხვა ცნობებით მიგრანტების რაოდენობა 5-დან 7 ათასამდეა.

აშშ-მა მექსიკას მოუწოდა შეაჩეროს მიგრანტების სვლა აშშ-ს საზღვრისაკენ. მექსიკი პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ მათ დროებითი საიდენთიფიკაციო ბარათები და სამსახური შესთავაზა, თუ ისინი თავშესაფრის მაძიებლებად მექსიკის სამხრეთ შტატბში დარეგისტრირდებიან. მექსიკა ამჟამად თავშესაფრის მინიჭების 2,800-მდე მოთხოვნას განიხილავს, ხოლო დაახლოებით 1,100 მიგრანტს დეპორტაცია ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე 5,200 სამხედროს გზავნის. მათთან ერთად სასაზღვრო დაცვას იარაღს, ვერტმფრენებს, ბარიერებს და მავთულხლართებს გაუგზავნიან. მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ საზღვარზე უკვე მობილიზებულია 2,100 ეროვნული გვარდიის წევრი.

კომენტარები