გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითმ, 5-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 5, 6 და 8 ნოემბერს - უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები დღის საათებში +10, +15 გრადუსს ვარაუდობენ.
თბილისში 5, 6 და 8 ნოემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა ღამის საათებში +4, +6, ხოლო დღის საათებში +12, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.





