მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ტურიზმზე: გვჭირდება მდიდარი შეიხები და არა გაძვალტყავებული ჯღანები

ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს ახლა გაძვალტყავებული ჯღანები, რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ შემოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან, არა ბანგლადეშელები ვინც იქ ცხოვრობენ, კი არაფერს ვერჩი, უბრალოდ მუშები არიან ისინი ვინც ჩადის. ინდუსები. მათ არ აქვთ ისეთი შემოსავალი. ჩვენ გვჭირდება მდიდარი შეიხები, რომლებიც ჩამოვლენ და ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც 200 სხვა კაცი და როგორც წესი უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება უკვე ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდე მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდან და რა ტქმა უნდა გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები, ესენი გვჭირდება ძაან ბევრი და ჩვენ გვჭირდება თითოეულ ქართულ ოჯახს ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, იმიტომ რომ ამ სექტორში გადამწყვეტი წვლილი მაქვს მე შეტანილი და მესმის ეს სექტორი. ჩვენ უნდა ვამუშაოთ ის იმისათვის რომ ხალხმა მიიღოს შემოსავალი და არა პრობლემები შეიქმნას. იმიტომ რომ არის საქართველოში უბნები სადაც ქართულ ხმას ვერ გაიგებ და ეს მე სულაც არ მიხარია. არ მსიამოვნებს. მე მსიამოვნებს , რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებულნი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები