2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ოქრუაშვილი ვაშაძეს: როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შემიძლია პირადული დავივიწყო

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინსიტრს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში გაიმართა. საუბრის ვიდეოჩანაწერი მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-მ გაავრცელა. ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანა ჩიხშია და ის მზადაა წყენა დაივიწყოს, როცა "საქმე ქვეყანას ეხება". 

“შინაგანად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული, ბუნებრივია და მინდა, წარმატება გისურვოთ. 

წარსულის რაღაც პერიპეტიებიდან გამომდინარე, ადვილი არაა ჩემთვის იმ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ… ბუნებრივია, იმ რაღაც წყენებისა და პერიპეტიებიდან გამომდინარე, რაც იყო. მაგრამ, ერთი რამეა, როდესაც საქმე  ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შემიძლია, ახლაც დავივიწყო."- უთხრა ოქრუაშვილმა გრიგოლ ვაშაძეს. 

გრიგოლ ვაშაძემ ოქრუაშვილს ოჯახში მიღების გამო მადლობა გადაუხადა და მათი საუბარი შეაფასა, როგორც "ქართული" და "მამაკაცური": 

“დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა და მომეცა საშუალება. კარგი, მამაკაცური, ქართული საუბარი გვქონდა. ის ტაიმ აუტი, რაც ავიღეთ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება. დიდი მადლობა ოჯახში მიღებისთვის და იმ დროისთვის, რაც გავიხსენეთ და რაზეც ვილაპარაკეთ”- უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატმა ყოფილ თავდაცვის მინსიტრს. 


 

კომენტარები