ნიკო ფიროსმანი

სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთ ნახატს გაყიდიან

სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება.

როგორც აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნახატის სავარაუდო ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია.

ნამუშევარი რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია.

ნახატი 27 ნოემბერს გაიყიდება.

კომენტარები