ნიკო ფიროსმანი

ალბერტინას მუზეუმი დამთვალიერებლებს ჰელოუინს ფიროსმანის ნახატით ულოცავს

ალბერტინას მუზეუმი

ვენის ალბერტინას მუზეუმი დამთვალიერებლებს ჰელოუვინს ფიროსმანის ნახატით "დათვი მთვარის შუქზე" ულოცავს

"ყველას გილოცავთ ჰელოუინს. 

ჩვენთან, ალბერტინაში ნიკო ფიროსმანია გამოფენილი. ის ბნელი და ცოტა საშიშია, შესანიშნავია. ნახეთ ის, სანამ წვეულებებზე წახვალთ", - წერია მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე. 

გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება და მისი დათვალიერება 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდეა შესაძლებელი.

ექსპოზიციაზე მხატვრის 29 ნამუშევარია წარმოდგენლი, ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

კომენტარები