არჩევნები 2018

კოპალიანი: უფრო მოვეფერებით ამომრჩეველს, დავინტერესდებით პრობლემებით და მოვიგებთ

მე ვთვლი, რომ არ ვიმუშავეთ საკმარისად. ჩვენმა აქტივმა, დეპუტაციამ აბსოლუტურად ყველამ და შედეგიც სახეზეა. ჩვენ აბსოლუტურად შევცვლით მიდგომებს, ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და მინდა დაგარწმუნოთ, რომ 1000-პროცენტიანი მოვიგებთ. ყველა დიდ ქალაქში ჩვენ ცუდი შედეგები გვაქვს, უფრო მოვეფერებით, უფრო მივალთ, დავინტერესდებით მათი პრობლემებით და აქედან გამომდინარე, შედეგსაც დავდებთ

ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, კარლო კოპალიანმა მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

კომენტარები