ავტოავარია

ლილოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი

flickr

ლილოში მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანებულია 4 ავტომანქანა, მათ შორის ერთი მიკროავტობუსი, რომელიც, შსს-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ადგილას გადაბრუნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით სიცოცხლისთვის საშიში დაიანება არცერთ მათგანს არ მიუღია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით [ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია] ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები