ფარელ უილიამსი

ფარელ უილიამსი ტრამპს მიმართავს, რომ პრეზიდენტმა მისი სიმღერები აღარ გამოიყენოს

getty images

ფარელ უილიამსი დონალდ ტრამპს მიმართავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მისი სიმღერები პოლიტიკურ ღონისძიებებზე აღარ გამოიყენოს.

შაბათს ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილზე დონალდ ტრამპი ჩავიდა და ღონისძიებაზე ფარელ უილიამსის სიმღერა "Happy" ჩართეს. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მომღერალმა დონალდ ტრამპს.

"ფარელს არ მოუცია და არ მოგცემთ უფლებას, რომ საჯაროდ შეასრულოდ ან გადასცეთ მისი სიმღერები. იმ დღეს, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ნაციონალისტმა 11 ადამიანი მოკლა, თქვენ ხალხით სავსე პოლიტიკურ ღონისძიებაზე ფარელის სიმღერა "Happy" ჩართეთ. არაფერი იყო "Happy" [სამხიარულო] ჩვენს ქვეყანაში შაბათს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენაში და თქვენ არანაირი ნებართვა არ გქონდათ ამ სიმღერის გამოყენების" - წერია ფარელ უილიამსის ადვოკატის წერილში.

კომენტარები