დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას. მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ იქნება, ასევე, მკაცრი სანქციები. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე, გახდება დამამძიმებელი გარემოება და თავად ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის სანქცია მკაცრდება - გათვალისწინებული იქნება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ოჯახში ძალადობა
შსს: ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდება და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება
tbl.ge/37xb
დაკოპირდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ამავე თემაზე
- 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი საფანტის პისტოლეტით და დანით დაჭრა - POG
- მედია: საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
- ქმარმა და მამამთილმა იძალადეს, ქმარი მოკვლით 3-ჯერ დაემუქრა – POG 21 წლის გოგოზე
- 21 წლის გოგოს თქმით, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ქმარმა და მამამთილმა მასზე იძალადეს
- მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ გარდაბანში 1 პირი დააკავა




