არჩევნები 2018

ფოთში აღებული 34% - ნიკო ნიკოლაძის ქალაქში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო

სალომე ზურაბიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფოთში ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა. მან ხმების 34.11% აიღო, მაშინ როცა მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ - 39.82%. დათვლილია ყველა (32) უბანი.

აღსანიშნავია, რომ ფოთში სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ წარადგინეს როგორც "იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი". ქართული ოცნების მომხრეები ხშირად აპელირებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის წინაპრებზე. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და მის იდეებს ატარებს. თავად პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა და საარჩევნო ვებგვერდი სწორედ მის წინაპრებზე საუბრით იწყებოდა. სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ მან ნიკო ნიკოლაძის მნიშვნელოვანი გზავნილები თავის პროგრამაში გადაიტანა.

ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერი იყო და ქალაქს ოცი წლის მანძილზე მართავდა. მას ხშირად ფოთის "აღმაშენებლად" მოიხსენიებენ.

კომენტარები