არჩევნები 2018

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის: 2018 - 30.98%; 2017 - 29.84%; 2013 - 32.1%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30.98%-ია -ანუ ამ დროისთვის სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 1 085 730-მა ამომრჩეველმა. 

წინა წლებში 15:00 საათისთვის აქტივობა ასეთი იყო: 

  • 2013 - 32.1%, 1 133 753 ადამიანი
  • 2014 - 28.94%, 992 712 ადამიანი
  • 2016 - 34.79%, 1 222 634 ადამიანი
  • 2017 - 29.84%, 1 026 430 ადამიანი
  • 2018 - 30.98%, 1 085 730 ადამიანი

ცესკო-ს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურშია - 47.1 %, ყველაზე დაბალია აქტივობაა გარდაბანსა (23.7%) და მარნეულში (23.6%).

რაც შეეხება დედაქალაქს, ყველაზე მაღალი აქტივობაა დიდუბეშია – 30.5% და ვაკეში – 31.1%, ყველაზე დაბალი კი ისანში 25.2%

ანა მიქელაძემ უპასუხა ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას შენიშვნას იმის შესახებ, რომ ცესკო დროულად არ აქვეყნებს საიტზე ინფორმაციას აქტივობის შესახებ და თქვა, რომ "აქტივობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ვრცელდება ვებ-გვერდზეც". 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

კომენტარები