არჩევნები 2018

ჯაფარიძე: ხმა საკუთარ თავს მივეცი

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევანი უკვე გააკეთა. ზურა ჯაფარიძის თქმით, მან ხმა საკუთარ თავს მისცა. 

"მე მივეცი ხმა გირჩს, შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭი​რე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას. ვიცი რომ რაღაც რეგულაცია დავარღვიე მაგრამ... ჩემ თავს მივეცი ხმა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რომ ვინმე სხვას შემოვხაზავდი არა, საკუთარ თავს დავუჭირე მხარი,"- ამბობს ის.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები