არჩევნები 2018

ლაგოდეხში მცხოვრები მოქალაქე "ოცნების" წარმომადგენლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

ISFED-ის ცნობით, 27 ოქტომბრის საღამოს საათებში, მათი დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ ლაგოდეხში - სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ "ქართული ოცნების" კოორდინატორებს - ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს - ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ჯორჯაძე ამბობს, რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პრობლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძისვე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა.

"გუშინ საღამოს მოვიდნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები და მკითხეს, რომ შენი შვილი ხომ ჯარში არისო, კი მეთქი ვუთხარი. ხოდა ხვალო რომ მიხვალთ არჩევნებზეო, სალომე ზურაბიშვილის უნდა მისცეთ ხმაო. მე ვუთხარი, რატომ უნდა მივცეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა, მიზეზი მითხარით-მეთქი. ჩვენო გაგაფრთხილეთოგითხარითო. ზემოდან დაგვირეკესო და გვითხრეს, მოვსულიყავით და გვეთქვაო, რომ მერე პრობლემა არაფერი არ გქონდეთო", - უთხრა ნუნუ ჯორჯაძემ რუსთავი 2-ს. 

ISFED-ის ცნობით, ამ შემთხვევის გარდა მათი დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა გურჯაანისა და დედოფლისწყაროშიც

კომენტარები