ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "გენტმა" "შარლერუას" უმასპინძლა და გიორგი ჩაკვეტაძის დუბლის წყალობით 2:1 მოიგო. ქართველმა მეტოქის კარი 36-ე და 48-ე წუთებზე აიღო.
გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ 3 მატჩია მინდორს უგოლოდ არ ტოვებს. ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლია. ჩაკვეტაძემ "გენტის" მაისურით დუბლი პირველად შეასრულა.
"გენტის" კიდევ ერთ ქართველს - გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია.