ლეგიონერები

ჯანო ანანიძის 10-წუთიანი დაბრუნება და საგოლე შანსი

Spartak.com

მძიმე ტრავმის შემდეგ, მოსკოვის “სპარტაკისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა. “ჩერნომორეცთან“ რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში, “სპარტაკმა“ 1:0 მოიგო, ქართველმა შუახაზელმა კი მინდორზე ბოლო 10 წუთი გაატარა.

89-ე წუთზე, ანანიძეს კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია.

“ჯერჯერობით, ანანიძე საუკეთესო ფორმაში არაა და 90 წუთის თამაში არ შეუძლია. იმედია, ჯანო მალე მოძლიერდება. შესაძლოა, მან მომდევნო მატჩი სარეზერვო გუნდში ჩაატაროს“, - განაცხადა მატჩის შემდეგ “სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 ოქტომბერს ერთა ლიგის მატჩში ანდორას უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი, ლატვიასთან გასვლით შეხვედრას ჩაატარებს. სავარაუდოდ, უახლოეს მატჩებში ანანიძე ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.

კომენტარები