რუსეთის კრასნოდარის რეგიონში წყალდიდობის გამო 6 ადამიანი დაიღუპა. სოჭში, აპშერონსკსა და ტუაფსეში ძლიერი წვიმის შედეგად წყლის აწეული დონის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც.
4 ადამიანი დაიღუპა აპშერონსკში, სადაც 2,000 სახლი დაიტბორა. ტუაფსეს მოსახლეობა წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.
სოჭში წყალდიდობამ ხიდის ჩანგრევა გამოიწვია.