რეკლამა

ცესკო: ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართა

დღეს ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე - (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. ცესკოს ინფორმაციით, ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი

"აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა." - წერია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები