ვარ ძალიან გაბრაზებული, როგორი იყო ეს კაცი საერთოდ მინისტრი?! ჩემ დროს იყო მინისტრი და ჩემი დანიშნულია. ვთქვა რომ ცუდად ასრულებდა? ვერ ვიტყვი და მაგალითებიც ამის არ არსებობს. მაგრამ განცხადებები, რასაც ეგ აკეთებს პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, როგორც ის ჩანაწერები. უარღესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ. რას აკეთებს, რას ყვება, რს ლაპარაკობს ან ინტერვიუში, რაც აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში სიმართლესთან. ყიფიანს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა ჩემთან ევლო, ან ფარცხალაძეს და მაგათი ჩხუბები მაგათი ჩხუბები მერჩია. მე ეს ფუფუნება არა მაქვს და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ რაღაც ბიზნესში წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და მე ვარჩევ? ეს რუსთავი 2 ს-ს სჯერა მხოლოდ. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რატო ახსენებს ეს კაცი ამას, ჩემს სახელს როგორ ახსენებს... თუმცა არ ახსენებს პირდაპირ, რომ ჩემთან ამოვიდა ან ფარცხალაძე ან რაღაც, მაგრამ მინიშნებით შეიძლება ვიფიქროთ ეგრე. ყიფიანთან დაკავშირებით ბოლომდე თუ წაიკითხავთ მის ნათქვამს, იკვეთება, რომ ყიფიანი ოქუაშვილის ნაცვლად მივიდა ფარცხალაძესთან, შეამოწმეს, რაიმე ჩამწერი ხომ არ აქვსო, არავითარი გაუპატიურება და სარდაფი არ ყოფილა. ყიფიანმა შეაგინა, რასაც თავადვე ამბობს და ქართველი კაცისთვის შეგინება იცით რაც არის, რეაქცია. ეს ჩანს ჩანაწერებიდან.
ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი ყიფიანზე: თავად ამბობს, რომ შეიგინა და ქართველი კაცისთვის შეგინება იცით რაც არის
tbl.ge/37in
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმეზეც ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილილევან ყიფიანიზაზა ოქუაშვილიბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაომეგა ჯგუფის და იბერიას საქმეიბერიაომეგა ჯგუფი
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




