ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: თუ ჩინოვნიკების უსამართლო გინებას დავიწყებთ, მთავრობაში არავინ მივა

საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ თუ ჩინოვნიკები ესეთ დღეში იქნებიან, რომ უსამართლოდ მათ გინებას და დადანაშაულებას დავიწყებთ იქ არავინ აღარ მივა მთავრობაში. მთავრობა აუცილებელი ინსტრუმენტია, ხელისუფლება საერთოდ, არავის ეჭვქვეშ არ აქვს არცერთ ქვეყანაში და მსოფლიოში საერთოდ არ დგას კითხვის ნიშანი ხელისუფლება გვჭირდება თუ არ გვჭირდება, სახელმწიფო თუ გინდა ხელისუფლების გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. არ შეიძლება ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად ცემა და მუდმივად გინება, ეს მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ როგორმე დავაკნინოთ ეს პროცესი და არავის სურვილი აღარ გაუჩნდეს სახელმწიფო მართვაში მივიდეს და ამის შემთხვევები უკვე გვაქვს. ძალიან რთულია კადრების მოძიება. როდესაც მე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დავასახელე, როდესაც დამიძახეს პირველ განხილვაზე, მაშინ მე არ ვიყავი შემობრუნებული, კანდიდატების განხილვა მოხდა, მე ვთქვი და გავჩერდი, არავის მხარი არ დაუჭერია, კვირიკაშვილსა და სხვებსაც ვისაც მეტი უფლებები ჰქონდათ და ახორციელებდნენ კიდეც, მე რჩევაზე დამიძახეს, გააგრძელეს კანდიდატების მოძიება, უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა, ვისზეც კვირიკაშვილს ჰქონდა... ისეთი იმედგაცრუებული იყო კვირიკაშვილი, ერთ დღეს სამმა კანდიდატმა მითხრა უარიო, სახე აღარ ჰქონდა კვირიკაშვილს. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არავის აღარ უნდა ამ ლაფში შემოსვლა.

ბიძინა ივანიშვილი ჩინოვნიკების შესახებ

კომენტარები