ივანიშვილის ინტერვიუ

ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს იყო რუსთავი 2-ის უფასო რეკლამა

მას არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია. პრობლემები რაც არის კარგად ვიცით. ტრადიციული რაც მთავარია. უმუშევრობა, სოციალური პრობლემატიკა და ა.შ ნუ, ის ამბობს რომ ამ კუთხით ყველაფერი კარგად არის. რუსთავი2 რომ გამორთო, მაცივარი მაშინვე გაივსება. ასეთი ტიპის საოცნებო სურათი დახატა და ამას ძაან ეპიზოდურად შეეხო და დანარჩენი იყო უფასო რეკლამა რუსთავი 2-ის. საათ ნახევრიანი ფაქტიურად. ამ სიგრძე რეკლამა მე ტელეკომპანიის არ მინახავს. გინესის წიგნშია შესატანი. მისი მიზანი აღარ არის ამომრჩევლის მოხიბვლა. ამომრჩეველი მას აღარ აინტერესებს.

მთელი ამ ინტერვიუს გზავნილი იყო სისტემაზე მიმართული. სისტემა აქვს შესანარჩუნებელი და ეს არის ამოცანა. ამომრჩეველთან მისი მიდგომა არის პრაგმატული. ის ამბობს, რომ ამომრჩეველს უყურებს როგორც სახარჯ მასალას. მანიპულაციის ობიექტად განიხილავს და არა როგორც ადამიანს, რომელსაც უნდა უნდოდეს და უხაროდეს შენთვის ხმის მოცემა ან რაღაცა. პოზიტიური დღის წესრიგიდან არცერთ საკითხზე არ უსაუბრია. ხალხს სულ სხვა პრობლემები აქვს. რუსთავი2-ზე საათ ნახევარი ლაპარაკი, ან სესიაშვილის აუზში წყალი ასხია თუ არ ასხია, ამის განხილვა... ხალხს დასაქმება უნდა და ა.შ. ერთადერთი თემა რასაც ამ კუთხით შეეხო იყო კანაფით ქვეყნის აყვავების თეორია. აი ეს ვნახეთ ჩვენ. შესაბამისად მე ვამბობ, რომ ლიდერი არ არის. რას ნიშნავს ლიდერი? ეს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც შეუძლია და აქვს სურვილი რაღაცა შეცვალოს უკეთესობისკენ. ადამიანს თვითკრიტიკულობა საერთოდ დაკარგული აქვს და იცავს სისტემას.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ტვ პირველის ეთერში ბიძინა ივანისვილის ინტერვიუს აფასებს.

კომენტარები