ივანიშვილის ინტერვიუ

სამადაშვილი ივანიშვილზე: აზროვნებს, როგორც მოძალადე და მაფიოზური ტიპის მმართველი

ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, ის რო მრავალჯერ მოძალადე ფარცხალაძე არაფერში დამნაშავე არ არის, ის რომ სუბელიანის მხრიდან საქციელი ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ზაზა სარალიძესთან არაფერი გასამართლებელი თავი სახელმწიფოს არ ააქვს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ესე აზროვნებს. ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ესეთი მაფიოზური ტიპის მართველი და ვფიქრობ რომ საზოგადოებამ დაინახა რაოდენ სახიფათოა რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში. ადამიანის ხელში, რომელსაც უბრალოდ მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცუდსა და კარგს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. მიაჩნია ნორმალურად მაგალითად, რომ მისი მთავრობის ხელისუფლების წევრები გასული ექვსი წლის მანძილზე ზღაპრულად გამდიდრდნენ. მიაჩნია, რომ მოქალაქეების ბრალია ის რომ სიღარიბეში ცხოვრობენ და არა სახელმწიფოსი ან მთავრობის, ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, მიაჩნია რომ პრობლემა არის რომ "რუსთავი 2" არ აშუქებს იმ პარალელურ რეალობას, რომელიც მას მიაჩნია სინამდვილედ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს.

კომენტარები