ივანიშვილის ინტერვიუ

სარალიძე ივანიშვილის ინტერვიუზე: ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა

თუ ვერ ერკვევა ამ საკითხში და ამ [ხორავას] მკვლელობის საქმეში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი და აერიდებინა თავი, ისე ჯობდა ყველაფერს. მეორე რაც შეეხება, პარალელების გავლებას და უზნეო საქციელად რომ მოიხსენია, სამწუხაროდ, მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა. იქიდან გამომდინარე, როდესაც ხალხს ატყუებს პირდაპირ და თავისი თანაგუნდელების აზრები გადმოაფრქვია, მე ვიბრძვი იმ მკვლელების დასასჯელად, რომლებიც გარეთ დადიან და არა იმისთვის, რომ სასამართლომ რამდენი წელი მოუმატოს იმ პირებს და რამდენი დააკლოს... თავიდან იყო ბატონი სუბელიანი ამ საქმეში ჩართული, ვის გამოც გაყალბდა და ვისი დაკვეთითაც გაყალბდა ეს საქმე თავიდან ბოლომდე და საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ სახელმწიფო თავად ჩაერთო ამ გამყალბებლების გაპრავებასა და მკვლელების ხელის დაფარებაში. ხოლო, რაც შეეხება შოთაძეს, მან პირდაპირ აღიარა თავისი დანაშაული თავისი გადადგომით

ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მან თქვა რომ ხორავას ქუჩის და გირგვლიანის საქმეების შედარება არ შეიძლება და ამ საქმეში ხელისუფლებას ბრალი არ მიუძღვის.

კომენტარები